ინტერიერი და ექსტერიერი
მზიურის კაფეს შენობა გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით, რომლის ავტორი ირაკლი მასხარაშვილია. განახლებული შენობის ინტერიერზე დიზაინერმა ვანო ჭელიძემ იზრუნა. ერთი მხრივ, კაფეს შენარჩუნებული აქვს ის დეტალები, რაც შენობის პირვანდელ სახეს გვახსენებს და მეორე მხრივ, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული დიზაინი ქმნის მყუდრო, მზიურისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ გარემოს.
ადაპტირებულია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს გარემო, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს. სწორედ ამიტომ, მზიურის კაფე მოწყობილია უნივერსალური დიზაინის პრინციპით რომელიც ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების ინტერესებზე. ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ მნიშვნელოვანი სიახლეები და ვიყოთ სასარგებლო იდეების ავტორები; შევქმენით მენიუ ბრაილის შრიფტით, მოვაწყვეთ სპეციალური კუთხე ჩვილი ბავშვების მშობლებისთ ვის. მუდმივად ვზრუნავთ პატარების გართობასა და შემეცნებაზე.
ჩვენი პროექტები
ჩვენ გთავაზობთ ღონისიებებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის; ღია კინოჩვენებებს, საკვირაო სკოლას ბავშვებისთვის. ამავდროულად, მზიურის კაფე მხარს უჭერს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებს და თავისი წვლილი შეაქვს მათ პოპულარიზაციაში. ჩვენ ვუერთდებით ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვით და ცხოველებზე ზრუნვისაკენ მიმართულ წამოწყებებს. მზიურის კაფე უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ყველა საინტერესო, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან აქტივობას, რომელთა ტექნიკურ აღჭურვასაც „ახალი მზიური“ უზრუნველყოფს.