ჩვენი ამბავი
მრავალი წლის წინ, მწერალ ნოდარ დუმბაძეს ბავშვთა ქალაქის აშენების იდეა გაუჩნდა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ცენტრში პატარებისთვის ზღაპრული გარემო უნდა შექმნილიყო;
1982 წელს, მდინარე ვერეს ხეობაში გაიხსნა პარკი “მზიური”, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ შესრულდა; 90-იანი წლების მძიმე პერიოდმა და ქაოტურმა მშენებლობებმა მზიურის ტერიტორია მნიშვნელოვნად დააზიანა და შეამცირა;
ჩვენი კაფეს ამბავი სწორედ ნოდარ დუმბაძის ჩაფიქრებული სურვილის ირგვლივ განვითარდა: შევქმენით სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესის მქონე ადამიანზე მორგებული ინკლუზიური სივრცე;
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სტუმრებს ყოველთვის მოვუმზადებდით განსხვავებულ კერძებს, შევთავაზებდით საინტერესო შეხვედრებს, აქტივობებს, ჩავერთვებოდით მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტაში;
ამ მიზნების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით გაჩნდა და გაიზარდა ჩვენი სოციალური კაფე, ადგილი, სადაც ყოველთვის არსებობს გემრიელი, საინტერესო და მხიარული შემოვლის მიზეზი.