Skip to content Skip to footer
ეს მზიურის კაფეა, სოციალური საწარმო, გემრიელი
კერძების და საინტერესო ღონისძიებების ადგილი.

კერძების ავტორი

 

კაფე მზიურის კერძების ავტორი, შეფ მზარეული მიშო ავსაჯანიშვილია, რომელიც საქართველოს კულინარიის აკადემიის პირველი კურსდამთავრებულია. მიშო კულინარიის თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნით და მისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი მიდგომით გამოირჩევა. მის კერძებს აქვს უნიკალური ხელწერა, რომელიც ერთხელ გასინჯვის შემდეგ მარტივად ამოიცნობა.

ინკლუზიური გარემო

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს. სწორედ ამიტომ, მზიურის კაფე მოწყობილია უნივერსალური დიზაინის პრინციპით, ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ინტერესებზე.
ჩვენ ვცდილობთ, დავნერგოთ მნიშვნელოვანი სიახლეები და ვიყოთ სასარგებლო იდეების ავტორები:

  • შევქმენით მენიუ ბრაილის შრიფტით;
  • მოვაწყვეთ სპეციალური კუთხე ჩვილბავშვიანი მშობლებისთვის;
  • მუდმივად ვზრუნავთ პატარების გართობასა და შემეცნებაზე.

ინტერიერი

 

მზიურის კაფეს შენობა გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით, რომლის ავტორი ირაკლი მასხარაშვილია.
განახლებული შენობის ინტერიერზე დიზაინერმა ვანო ჭელიძემ იზრუნა.

უხორცო ორშაბათი

ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ინიციატივას „Meat Free Monday,“ რომლის აქტიური მხარდამჭერი სერ პოლ მაკარტნია.
მზიურის კაფე კვირის ჯანსაღად დაწყებას გთავაზობთ და ყოველ ორშაბათს უხორცო კერძების დღედ ვაცხადებთ. ამით ვუფრთხილდებით გარემოს და საკუთარ ჯანმრთელობას.
დეტალურად ინფორმაციას გაეცანით აქ:

www.meatfreemondays.com

ჩვენი სოციალური მიზნები

  • ინკლუზიური გარემოს შექმნა და ჯანსაღი კვების პოპულარიზება;
  • ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა;
  • გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა;
  • დამწყები ხელოვანების აქტივობების დაგეგმვა, ტექნიკური უზრუნველოყოფა და საკომუნიკაციო მხარდაჭერა;
  • სამოქალაქო აქტივისტებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაში;
  • დანერგილი ინკლუზიური პრაქტიკების გაზიარება სხვა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.